Wednesday, February 17, 2016

პრეზენტაცია მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შეხვედრაზე

  2016 წლის 16 თებერვალს ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლის შეფასების ჯგუფის წევრთა შეხვედრა. შეხვედრაზე  გავაკეთე მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის მე-2 ნაწილის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა აღნიშნული სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მათი შეფასების შესახებ რეკომენდაციებს,კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რა სახის და შინაარსის შემცველი დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა განათავსოს მასწავლებელმა საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში იმისათვის, რომ შეფასების შედეგად სტატუსის შესანარჩუნებლად ან უფრო მაღალი სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულები მოიპოვოს.
  კოლეგებს გავაცანი სამოდელო გაკვეთილის ტიპები, შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები, რომელთა გამოყენებითაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი განახორციელებს თითოეული მასწავლებლის შეფასებას სკოლის დონეზე.

 პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე, ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.