მთავარი

ბლოგის შექმნის მიზანი:
დაკავშირებული სურათი

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!
   დღეს ყველა მასწავლებელმა  კარგად იცის, რომ მისი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული პორტფოლიო, რომელშიც თავმოყრილი უნდა იყოს სავალდებულო და დამატებითი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფასდება კრედიტქულებით.

   ,,სქემა გვთავაზობს მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის განმარტებას: ეს არის „განსაზღვრული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენტები) ორგანიზებული კრებული“.
   სქემით განსაზღვრული მასწავლებლის ელექტორნული პროფესიული საქაღალდე თავისი არსით განსხვავდება მასწავლებლის პროტფოლიოს კლასიკური გაგებისაგან, რადგან, მისგან განსხვავებით, პროფესიულ საქაღალდეში თავმოყრილია მხოლოდ იმ სავალდებულო და დამატებითი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლებსაც სქემა ითვალისწინებს და რომელსაც მასწავლებლისთვის მოაქვს კრედიტქულები.
   გარდა ამისა, დამატებითი აქტივობები შეირჩევა მასწავლებლის მიერ საკუთარი საჭიროებებიდან და/ან შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მასწავლებელი გარკვეული პერიოდისთვის განსახორციელებლად ირჩევს დამატებით აქტივობებს იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანის განხორციელებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო მოცემულ ეტაპზე მისი კომპეტენციის დადასტურებისა და პროფესიული განვითარებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად უნდა გამომდინარეობდეს თვითშეფასების კითხვარის შედეგებიდან. ასევე მასწავლებელს შეუძლია გაითვალისწინოს საკუთარი მზაობა და შესაძლებლობები კონკრეტული აქტივობის შესასრულებლად ისევე, როგორც მის ხელთ არსებული რესურსები."

  ჩემი ბლოგის შექმნა განაპირობა იმან, რომ მასწავლებელს ერთ სივრცეში ჰქონდეს ყველა იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რომელიც ეტაპობრივად შედის ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა'' დოკუმენტში. ამავე დროს ბლოგზე განთავსებული სატრენინგო საკითხავი მასალები მას დაეხმარება სასწავლო პროცესის პოზიტიურ მართვაში და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების დაუფლებაში.

   ძვირფასო  სტუმარო,  ვფიქრობ, ჩემი ბლოგი ,,არ ჩამორჩე სიახლეებს...!" ერთგვარი გზამკვლევი იქნება თქვეთვის. მოხარული ვიქნები, თუ ამ სივრცეს ნაყოფიერად გამოიყენებთ.

   გთხოვთ შეავსოთ  ბლოგის სტუმრის უკუკავშირი

პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას გისურვებთ!

No comments:

Post a Comment