STEM- მილენიუმის პროექტი


   „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს ინიცირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016-2019 წლებში ახორციელებს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბურ პროექტს (Training Educators For Excellence), რომელსაც კონსულტირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).
   პროექტის ფარგლებში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის მასწავლებლები, პროფესიული განვითარების მიზნით გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:
1.      ზოგად პროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული)
2.      საგნობრივ მეთოდიკაში (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული)
ტრენინგის სტრუქტურა:
ტრენინგმოდულები სამფაზიანი სტრუქტურითაა აგებული:
1. წინასატრენინგო ფაზა - მოიცავს მოდულის თანმხლები წინასატრენინგო მოსამზადებელი მასალის გაცნობასა დასავალდებულო წინასატრენინგო დავალების შესრულებას;
2.   ტრენინგის ფაზა - გულისხმობს მონაწილეთა ტრენინგზე დასწრებას;
3.  ტრენინგის შემდგომი ფაზა - ითვალისწინებს თითოეული ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მასწავლებლების მონაწილეობას სამუშაო შეხვედრებში, რომელთაც ორგანიზებას გაუწევენ პროექტის ფარგლებში შერჩეული ფასილიტატორები. შეხვედრებზე მონაწილეები მათთვის ტრენინგის ბოლოს მიცემული დავალებების შესაბამისად იმუშავებენ. შეხვედრების მიზანია ტრენინგზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
   სერტიფიკატისა და კრედიტქულების მისაღებად სავალდებულოა თითოეული მოდულის სამივე ფაზის წარმატებით გავლა. 

 გთავაზობთ წინასატრენინგო საკითხავ მასალას თითოეული მოდულისათვის. დააწკაპეთ თქვენთვის სასურველ მოდულზე და გაეცანით საკითხავ ლიტერატურას  (შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კიდეც). 


  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები -მოდული 1-,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები"
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები-მოდული 2-,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო-სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"
  • მოდული 3-,,სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის"
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები- მოდული 4-,,აქტიური სწავლება ქიმიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ინგლისურსა და ფიზიკაში"




No comments:

Post a Comment